"ჩინური ვირუსით" დაღუპულებისა და დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დღეს "კორონა" ვირუსთან დაკავშირებით, საგანგებო შეხვედრას გამართავს. ამ დროისთვის, ჩინეთში ვირუსით 9 პაციენტია დაღუპული. დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება ჩინეთის საზღვრებს გარეთაც.

ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა ამ დრომდე 440 აღწევს. მათ შორის 15 მედპერსონალიდანაა. გეორგრაფიული რადიუსი კი ფართოვდება - პეკინი, შანხაი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტაივანი და ამერიკის შეერთებული შტატები.

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში ინფიცირების ერთი შემთხვევა გუშინ გამოვლინდა. მამაკაცი სიეტლიში, სწორედ ჩინეთის იმ პროვინციიდან დაბრუნდა, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა. ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკაყოფილებელია, თუმცა ის პნევმონიის დიაგნოზით, ჰოსპიტალშია მოთავსებული.

პრეზიდნეტმა ტრამპმა, დავოსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ს ვირუსთან საბრძოლველად გეგმა აქვს.

ჯანდაცვის ექსპერტები ჩინეთში ფიქრობენ, რომ ვირუსი თავდაპირველად ქალაქ ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან გავრცელდა. ბაზარში, ზღვის პროდუქტების გარდა, გარეული ცხოველების ხორციც იყიდება.

ორშაბათს, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადამ, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზეც ვრცელდება და არა მხოლოდ ცხოველიდან - ადამიანზე.

მსოფლიოს მასშტაბით კი საერთაშორისო აეროპორტებში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.