ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი გრძელდება

შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის რიტორიკა კიდევ უფრო გამწვავდა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ დამატებით 100 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელს ტარიფებს დაუწესებს. პეკინი კი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს „ნებისმიერ ფასად“ გაუწევს წინააღმდეგობას.

ტრამპმა თქვა, რომ შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს დამატებითი ტარიფების დაგეგმვა დაავალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩინეთმა 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის სია გამოაქვეყნა, რომელზეც შესაძლოა ტარიფები გაიზარდოს,

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ შეერთებული შტატები „პროტექციონიზმს“ გააგრძელებს, ჩინეთი „ბოლომდე, ნებისმიერ ფასად იბრძოლებს“.