ჩინეთი აშშ-ს კიბერშეტევებში ადანაშაულებს

პეკინის განცხადებით იერიშების 63 პროცენტი ამერიკიდან ხორციელდებოდა
ჩინეთის სამხედრო ჩინოსნების განცხადებით, ორ სამხედრო ვებგვერდზე გასული წლის ყოველ თვეში ჰაკერები 144 ათას შეტევას ახორციელებდნენ. ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მანამდე კი, შეერთებულ შტატებში მოქმედმა ინტერნტის უსაფრთხოებვსი კომპანიამ ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელ არმიას კიბერშეტევების განხორციელებაში დასდო ბრალი. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, მათზე მიტანილი კიბერიერიშები გასულ წელს მუდმივად იზრდებოდა, სადაც 63 პროცენტი ამერიკიდან ხორციელდებოდა.