უქმნიან თუ არა უიღურები ჩინეთს საფრთხეს?

უქმნიან თუ არა უიღურები ჩინეთს საფრთხეს?

ჩინეთი საერთაშორისო თანამეგობრობას ქვეყნის შიგნით ტერორიზმის პრობლემის გადაჭრაში დახმარებას სთხოვს, რომელმაც განსაკუთრებით ძალადობრივი ხასიათი მიიღო მუსლიმებით დასახლებულ რეგიონებში. ძალადობაში ჩინეთის მთავრობა უიღურებს ადანაშაულებს. ისინი ქვეყნის უმცირესობას წარმოადგენენ და გამოყოფას სწორედ ძალადობრივვი გზით ცდილობენ. თავის მხრივ უიღურები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ჩინეთის მთავრობის მიმართ მათი კულტურისა და სარწმუნოების რეპრესიის გამო. ამერიკის ხმის კორესპოდენტი სტეფანი ჰო პეკინიდან იუწყება, რომ ჩინეთმა უკვე დაიწყო ანტიტერტერორისტული წვრთნები მეზობელი ქვეყნების ძალოვნებთან ერთად.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ჟიანგ იუს განცხადებით ჩინეთი ტერორიზმის მსხვერპლია:

„ტერორიზმი საერთაშორისო თანამეგობრების მთავარი მტერია . ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და აქტიურად თანამშრომლობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.“

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ალყაიდას მსაგავსი ტერორისტული ორგანიზაციების სამიზნეს არ წარმოადგენს, ჟიანგი ყურადღებას ამახვილებს მუსლიმ უიღურ სეპარატისტებზე, რომელბიც ხინჯანის პროვინციაში მცირე ტერორისტულ აქტებს აწყობენ.

თვის დასაწყისში ამასთან დაკავშირებით ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სამხედროებმა, ჩინელ კოლეგებთან ერთად წვრთნა ჩაატარეს. წვრთნის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა სეპარატისტი მეომრების აღმოჩენა. ჩინეთში თვლიან, რომ ნათლად ჩანს კავშირი საერთაშორისო ტერორისტებსა და სეპარატისტებს შორის. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ტიბეტსა და ხინჯანში, რომელსაც ჩინელები აღმოსავლეთ თურქისტანს უწოდებენ. პეკინში მცხოვრებ ვუ სონგანგსაც არ ეპარება ეჭვი ამ კავშირში:

„ალ ყაიდასა და აღმოსავლეთ თურქისტანს შორის აშკარა კავშირია. ტრორისტული ჯგუფები ხინჯანსა და ტიბეტში მნიშვნელოვასნ საფრთხეს უქმნიან ჩვენს საზღვრებსა და სუვერენიტეტს.“

უიღური მეცნიერი ილჰამ ტოტი სწორედ მსგავს მიდგომას ჩინეთის მხრიდან დიდ შეცდომად მიიჩნევს, მისი თქმით ჩინეთის მთავრობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ნიღბად იყენებს. მიზანს კი უმცირესობების მიმართ კიდევ უფრო მკაცრი ზომების გატარება წარმოადგენს. მისივე თქმით არანაირი კავშირი არ არსებობს უიღურ აქტივისტებსა და ალ ყაიდას მსგავს საერთაშორისო ტერორისტებს შორის.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბინ ლადენსა და უიღურებს შორის რაიმე ურთიერთობა არსებობს, და თუ ოდნავ მათ გონება უჭრით, მსგავსი ლაპარაკი უნდა შეწყვიტონ“

ტოტი ჩინეთის მედიას ადანაშაულებს ბინ ლადენის თემის უიღურების საწინაარმდეგოდ მიმართვაში. რაც უიღურთა მიმართ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამძაფრებს. ის აცნობიერებს, რომ ზოგიერთი უიღური უფრო მეტად რადიკალურია, როგორც განცხადებებში ისე ქმედებებში, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ზოგადად უიღურების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების საბაბი.