ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც ითხოვს წინასაარჩევნოდ დადებული პირობის დარღვევის გამო, რომლის თანახმადაც მას ჩინეთთან ტაივანის გაერთიანებაზე დიალოგი არ უნდა დაეწყო.
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ტაივანის პრეზიდენტი მა ინგ-იუ აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შაბათს პირისპირ შეხვდება. ჩინეთისა და ტაივანის ლიდერები 1949 წლის შემდეგ ერთმანეთს არ შეხვედრიან.
ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი მა-ს იმპიჩმენტსაც ითხოვს იმის გამო, რომ მეორე ვადით არჩევამდე მან პირობა დადო, რომ ჩინეთის ლიდერებს არ შეხვდებოდა და მათთან გაერთიანების თემაზე დიალოგს არ დაიწყებდა. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
.