ჩინეთი პარიზის კლიმატურ შეთანხმებას ემხრობა

დღეს ჩინეთმა განაცხადა, რომ ის პარიზის კლიმატური შეთანხმების ერთგული რჩება და მის დაცვას შეეცდება. განცხადებას წინ უძღოდა ერთი დღით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საპრეზიდენტო განკარგულების გამოცემა, რომელიც აუქმებს მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას მიერ შემოღებულ გარემოს დაცვის რეგულაციებს. პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებას სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გაახმოვანა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევას წარმოადგენს. მაგრამ, ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილებების მიუხედავად, ჩინეთი ამ ბრძოლის ერთგული დარჩება.