ჩინეთის ხელისუფლება ჰონგ-კონგში საპტროტესტო აქციების მონაწილეებს აფრთხილებს, რომ მათი დასჯა მხოლოდ დროის საკითხია.
იანგ გუანგმა, ჩინეთის მთავრობის პრეს სპიკერმა თქვა, რომ მასობრივი პროტესტის ლიდერები აუცილებლად დაისჯებიან.
იანგის თქმით, კრიმინალების მცირე ჯგუფმა ჰონგ-კონგი "სახიფათო უფსკრულთან" მიიყვანა და გამომსვლელები გააფრთხილა, რომ "სიტუაცია არასწორად და ჩვენი თავშეკავება სისუსტედ არ აღიქვან".
დემონსტრაციები ჰონგ-კონგში უკვე 2 თვეა გრძელდება. რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციების ჩატარების გამო, ჰონგ-კონგი 1997 წლიდან მოყოლებული ყველაზე მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია.