ჩინეთი ჩრდილოეთ კორეასთან მშვიდობიან ურთიერთობებს ემხრობა

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, პრეზიდენტმა სინ ძინ პინმა შეერთებული შტატების ლიდერ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეის გარშემო არსებული დაძაბულობა მშვიდობიანი გზით უნდა განიმუხტოს.

მედიის ცნობით, ფლორიდაში თითქმის ერთი კვირის წინ პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ლიდერებმა დღეს ტელეფონით ისაუბრეს. თეთრ სახლს სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებია.

გუშინ, ტვიტერის გამოყენებით, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ჩინეთისადმი მოწოდება, რომ ჩრდილოეთ კორეა "მოთოკოს".