ჩინეთი იაპონიის ტერიტორიულ წყლებში შეიჭრა

ჩინეთის ქმედებამ კიდევ უფრო დაძაბა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა
ოფიციალური ტოკიოს განცხადებით, ჩინეთის საპატრულო გემები სადავო კუნძულებთან, იაპონის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ. მსგავსმა ქმედებამ კიდევ უფრო დაძაბა ორ ქვეყანას შორის ისედაც უკვე დაძაბული ურთიერთობა.

იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ორი ჩინური ხომალდი იაპონიის წყლებში შეიჭრა. მოგივანებით კი, კიდევ ოთხმა გემმა დაარღვია საზღვარი. სანაპირო დაცვამ საზღვრის დამრღვევებს გაფრთხილება მისცა.

ჩინეთის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხომალდები რუტინულ პატრულირებას ახდენდნენ კუნძულების მახლობლად და მათი ქმედება მიმართული იყო როგორც ჩინეთის სუვერენიტეტის, ისე ჩინელი მეზღვაურების დასაცავად.