შეერთებულ შტატებში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, ჩინეთმა სიკვდილით დასჯის შემცირების საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. თუმცა, იქვე ნათქვამია, რომ ჩინეთი სიკვდილით დასჯის რაოდენობით მსოფლიოში კვლავ წამყვან ადგილს იკავებს. დიუ ჰუას ფონდის ანგარიში ნათქვამია, რომ 2007 წლიდან დღემდე ჩინეთში სიკვდილით დასჯის შემთხვევები შემცირდა, თუმცა, ყოველწლიურად ქვეყანაში 4000-მდე სასიკვდილო განაჩენი სრულდება. ფონდი მოუწოდებს ჩინეთის ხელისუფლებას უფრო მეტი გამჭვირვალობით წარმოაჩინოს სასიკვდილო განაჩენების სისრულეში მოყვანის მონაცემები. 2007 წელს ჩინეთის მთავრობამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც უმაღლეს სასამართლოს ეძლევა ნებართვა ხელახლა განიხილოს გამოტანილი სასიკვდილო განაჩენების საქმეები.