ინტერნეტით გავრცელებული პეტიცია ჩინეთის ხელისუფლებას ცნობილი დისიდენტის - ლი ვანგუანგის ციხეში საეჭვოდ გარდაცვალების ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ლი ვანგუანგი 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე დემოკრატიის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. ოთხშაბათს ვანგუანგის ოჯახმა იგი გარდაცვლილი საავდმყოფოს პალატაში აღმოაჩინა.
პოლიციის განცხადებით დისიდენტმა თავი მოიკლა, რასაც დისიტენტის ოჯახის წევრები და ახლობლები არ ეთანხმებიან.