ჩინეთი შუა აზიაში ინვესტიციებს ზრდის

ჩინეთი შუა აზიაში ინვესტიციებს ზრდის

ჩინეთი შუა აზიაში ინვესტიციებს ანხორციელებს გაზის და ნავთობის მოპოვების განვითარებაში. ეს რეგიონი ადრე რუსეთის მმართველობის ქვეშ იყო, თუმცა ამ ბოლო დროს აქ სულ უფრო ძლიერდება ჩინეთის გავლენა.

ყაზახეთის ქალაქ ალმაათის ბაზარში ჩინელი მოვაჭრეები ჭარბობენ. საქონელიც ჩინურია. ყაზახეთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა საბჭოთა კავშირის ყოფილი შუა აზიის რესპუბლიკებიდან. აქ ისევ რუსულად ლაპარაკობენ, მაგრამ როგორც ერთ-ერთი მოვაჭრე ალირა ამბობს:“ რუსული პროდუქტები? ჩვენ არა გვაქვს რუსული საქონელი.“

ჩინეთი აქტიურად ამარაგებს შუა აზიის 62 მილიონიან მოსახლეობას სხვადასხვა საქონელით.

საერთაშორისო ენერგო სააგენტოს მონაცემებით უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ჩინეთმა ორჯერ გაზარდა ნახშირწყალბადების შესყიდვა და მოხმარება და შეერთებულ შტატებს გადაუსწრო ამ სფეროში.

მაგრამ ჩინეთი ძირითადად ოკეანის და ზღვების ფსკერზე გამავალი ნავთობსადენებით მარაგდება. შუა აზიის ენერგო ბაზარი კი მას უფრო უსაფრთხო გზებს სთავაზობს.

როგორც ნოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორი ჰონგუი ლაი აცხადებს:“ შუა აზიას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია ჩინეთის ენერგო-უსაფრთხოებისათვის, რადგან აქედან ჩინეთში ნავთობსადენების და გაზსადენების გაყვანა შეიძლება, რომელიც ხმელეთზე გაივლის და უფრო უსაფრთხო იქნება მათი ექსპლოტაცია.“

შუა აზია მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია, ნავთობის და გაზის უაზარმაზარი მარაგით. ადრე აქ, სახელნგანთმულ აბრეშუმის გზაზე, აქლემების ქარავნები დადიოდნენ, რომლებსაც ჩინური საქონელი ევროპაში გაქონდათ. ახლა ჩინურმა ივესტიციებმა ამ რეგიონში 25 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

დღეს თურქმენული გაზით თბება პეკინის ბინები. თურქმენეთი მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა ბუნებრივი აირის მარაგით. ამჟამად თურქმენეთი ჩინეთში უფრო მეტ ბუნებრივ აირს ყიდის ვიდრე რუსეთში.

ყაზახეთი, რომელიც ნავთობის მარაგით მსოფლიოს ათეულში შედის, თავისი ნავთობის მეოთხედს ჩინეთს აწვდის. ნავთობსადენებში ინვესტიციებთან ერთად ჩინეთი 3000 კილომეტრიანი გზატკეცილის მშენებლობას აფინანსებს, რომელიც ყაზახეთის გავლით მას დასავლეთ ევროპასთან დააკავშირებს. ეს ახალი აბრეშუმის გზა იქნება.

ამერიკელი ექსპერტი პარაგ ხანა ამბობს რომ ჩინეთმა ნავთობ და გაზსადენების ქსელით დაფარა შუა აზია, რითაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ამ რეგიონის ყოფილი მბრძანებელი რუსეთი. მოსკოვს დიდი ძალისხმევა დაჭირდება რათა შეინარჩუნოს თავისი გავლენა შუა აზიაში.

შუა აზიის ახალგაზრდობამ თითქმის აღარაფერი იცის საბჭოთა კავშირის და ჩინეთის დაპირისპირების შესახებ, როდესაც მათ შორის საზღვარი წლების მანძილზე იყო დაკეტილი.

როგორც ყაზახი პოლიტოლოგი დოსულ საპტაევი აცხადებს:“უამრავი ყაზახი ახალგაზრდა ახლა ჩინეთში მიდის განათლების მისაღებად. შესაძლოა მომავალში ჩინეთმა ისინი საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის გამოიყენოს არა მარტო ეკონომიკაში არამედ კულტურულ და ინფორმაციულ სფეროში. რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყანას არ შეუძლია ჩინეთისთვის კონკურენციის გაწევა.“

ახლა ყაზახეთში პოპულარულია გამოთქმა, რომ თუ ცხოვრება გინდა ინგლისური უნდა ისწავლო, მაგრამ თუ გინდა აქ დარჩე ჩინურია აუცილებელი. თუმცა ყაზახეთის ხელისუფლებაც ეჭვით უყურებს რეგიონში ჩინელების ექსპანსიას. ახლახანს ყაზახეთის მთავრობამ უარი თქვა ერთი მილიონი ჰექტარი დაუმუშავებელი მიწები ჩინელი ფერმერებისთვის გადაეცა ასათვისებლად.

ყაზახები შიშით უყურებენ თავიანთი აღმოსავლელი მეზობლის გაძლიერებას, რომელსაც ასჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს. თუმცა როგორც ამერიკაში განათლება მიღებული ყაზახი ბიზნესმენი ბარჟონ დოსჟანოვი ამბობს, თუ აქაური ბაზრიდან ჩინურ პროდუქციას გავაქრობთ, მაშინ ყაზახები უბრალოდ შიშვლები დარჩებიან.