ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია "მოდერნა", რომელიც კოვიდ-19-ის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს, ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" აქვეყნებს.
ჩინეთის მთავრობამ, ბრალდება უკვე უარყო.
გასულ კვირას, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა, გაასაჯაროვა ინფორმაცია, ორი ჩინელის წინააღმდეგ წაყენებული ბრალის შესახებ. მათ ბრალი ჯაშუშობაში ედებათ. მათი საზმინე, აშშ-ში მდებარე სამი სამედიცინო კვლევითი ორგანიზაცია იყო, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში არიან ჩართული.
ასევე ნახეთ: ვაქცინის გამოცდაში ორსული ქალები ჯერჯერობით არ დაიშვებიანბრალდების ინფორმაციით, ჩინელმა ჰაკერებმა ოპერაციები ჩაატარეს მასაჩუსეტსის ბიოტექნოლოგიური კომპიუტერულ სისტემებში შესაღწევად. საუბარია კომპანიაზე, რომელიც იანვარში უკვე ახალი კორონავირუსის ვაქციანზე მუშაობდა.
"მოდერნა", რომელიც სწორედ მასაჩუსეტსში მდებარებს და რომელმაც ვაქცინის კანდიდატის შექმნის შესახებ განცხადება იანვარში გაავრცელა, "როიტერს უდასტურებს, რომ ფედერალური გამოძიების ბიუროს აგენტები დაუკავშირდნენ და ჰაკერული თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას კიბერ-დანაშაულის გამო სანქციებს უწერებსროიტერთან ანონიმურად საუბრისას, აშშ-ის უსაფრთხოების ოფიციალური პირი მეტ დეტალს არ ამხელს. გამოძიების ფედერალური ბიურო და სხვა დეპარტამენტები კი ჩინელი ჰაკერების სამიზნე კომპანიებს არ ასახელებენ.