ჩილეში მაღაროელების ამოყვანას შეეცდებიან

ჩილეში მაღაროელების ამოყვანას შეეცდებიან

რამდენიმე საათია დარჩენილი სამაშველო ოპერაციის დაწყებამდე, რომელიც ჩილეში 33 მაღაროელის მიწის ზედაპირზე ამოყვანას ისახავს მიზნად.

სამაშველო სამსახურმა გუშინ გამოცადა კაფსულა, რომელსაც მაღაროელების სათითაოდ ამოსაყვანად გამოიყენებენ.

5 აგვისტოს სან ხოსეს მაღარო მოულოდნელად ჩაინგრა, რამაც 33 მაღაროელის მიწის ქვეშ 600 მეტრის სიღრმეზე მოაქცია. სამაშველო ოპერაცია დაახლოებით ორი დღე გაგრძელდება.