20 აგვისტოს, ჩეჩნეთში შეიარაღებული მებრძოლები პოლიციას თავს დაესხნენ. შედეგად, ხუთი მებრძოლი დაიღუპა და პოლიციის რამდენიმე ოფიცერი დაიჭრა.
პოლიციის განცხადებით, ჩეჩნეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ შალიში, დანით შეიარაღებული ორი თავდამსხმელი პოლიციის შენობაში შეიჭრა, და ორი ოფიცერი დაჭრეს, სანამ მათ გასროლით მოკლავდნენ.
გროზნოში კი თავდამსხმელი მანქანით საგზაო პოლიციის ორ თანამშრომელს შეეჯახა. პოლიციელები შეჯახებისას დაშავდნენ. პოლიციამ, საპასუხო გასროლის შედეგად, მანქანის მძღოლი ადგილზე მოკლა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, თუმცა მას განცხადების მხარდასაჭერად, დეტალები ან მტკიცებულება არ წარუდგენია.
ჩეჩნეთის ორი ომის შემდეგ, მუსლიმური უმრავლესობის რეგიონში, ტერორისტული თავდასხმები იშვიათობას წარმოადგენს.