ჩარლსტონში დაკრძალვაზე უმაღლესი დონის დელეგაცია ჩავა

სამხრეთ კაროლინის შტატის ეკლესიაში მოკლული სენატორის დაკრძალვას პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაესწრება

პრეზიდენტი ობამა დღეს სამხრეთ კაროლინის შტატში გამართულ დაკრძალვას ესწრება. ის ქალაქ ჩარლსტონში შტატის სენატორის კლემენტა პინკნის დაკრძალვაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოდის.

სენატორი იმ 9 შავკანიან ადამიანს შორის იყო, რომელიც აფრიკულ-ამერიკული წარმოშობის ადამიანთა ისტორიულ ეკლესიაში გასულ კვირას ეჭვმიტანილმა თეთრკანიანმა ახალგაზრდამ სავარაუდოდ რასობრივი სიძულვილის ნიადაგზე მოკლა. ოთხშაბათს გამართულ კლემენტა პინკნის პანაშვიდს უკვე ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. 41 წლის სენატორი შტატს 2000 წლიდან ემსახურებოდა.