პოლიციელის მიერ შავკანიანის მოკვლის შემდეგ, შარლოტში ძალადობა მეორე ღამის განმავლობაშიც მოხდა.
ოთხშაბათს, ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში, პოლიციის მიერ აფრო-ამერიკელის მოკვლის გამო გამართული საპროტესტო გამოსვლების მეორე ღამეს ერთ პირს ესროლეს.
შტატის გუბერნმატორმაშარლოტში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ქალაქში ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები შეიყვანა.
საღამო მშვიდობიანი მსვლელობებით დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით, პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. ბრბოს დაშლის მცდელობისას პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ზოგიერთმა დემონსტრანტმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრია და ქუჩებში მცირე ცეცხლი გააჩინა.
სამშაბათს, გამოსვლების პირველ ღამეს, 24 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 16 პოლიციელი.