ანსამბლი "ჩაკრულო" ვაშინგტონში

ანსამბლი "ჩაკრულო" ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან, 5 ივნისი, 2019 წ.

ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსის ეროვნული საზოგადოება (NSS) ყოველ წელს, „კოსმოსის განვითარების საერთაშორისო კონფერენციას“ ატარებს. წლევანდელი კონფერენცია დღეს დაიწყო და 9 ივნისის ჩათვლით გასტანს. ის ვაშინგტონის გვერდით, ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონში მიმდინარეობს, სადაც ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ჩაკრულოცაა“ მიწვეული.

ბავშვთა ანსამბლი პარასკევს, 7 ივნისს, 1 საათიან კონცერტს ჩაატარებს, რომლის საკვანძო ნაწილიც კოსმოსში 42 წლის წინ გაგზავნილი სიმღერა „ჩაკრულო“ იქნება.

კონფერენციის დახურვამდე ანსამბლის წევრებმა არლინგტონის სასაფლაოზე გენერალ ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის საფლავი მოინახულეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

Your browser doesn’t support HTML5

ანსამბლი "ჩაკრულო" ვაშინგტონში

არლინგტონის სასაფლაოდან ბავშვებმა ლინკოლნის მემორიალთან გადაინაცვლეს და მუსიკალური ფლეშმობი დადგეს.

Your browser doesn’t support HTML5

"ჩაკრულო" - ფლეშმობი ლინკოლნის მემორიალთან

"ამერიკის ხმა" მალე შემოგთავაზებთ ინფორმაციას კოსმოსის ეროვნული საზოგადოების კონფერენციისა და ქართველი მომღერლების გამოსვლის შესახებ.