საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში ერთკვირიანი ვიზიტით ჩამოვიდა
ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია იმყოფება. ერთკვირიანი ვიზიტის განმავლობაში ის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ჩაკ ჰეიგელს და ეროვნული გვარდიის ბიუროს ხელმძღვანელ გენერალ ფრანკ გრასს ხვდება.
ასევე გაიმართება შეხვედრები თავდაცვის დაზვერვის სააგენტოში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, საზღვაო ქვეითთა კორპუსში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში. დღეს, მოგვიანებით ირაკლი ალასანია საჯარო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ჯონს ჰოპკინსის უნვერსიტეტში იგეგმება. ფორუმის თემა საქართველოს და კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოებაა.
თავდაცვის უწყების 21 აგვისტოს პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრებზე ამერიკა-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილება. ორი მხარე ასევე ისაუბრებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის საკითხზე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მინისტრის მრჩეველი ვარლამ ავალიანი. 27 აგვისტოს ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასრულებამდე ირაკლი ალასანია ვოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსაც მოინახულებს.