უნგრეთში დაფუძნებული ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, რომელიც მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა დაარსა, აცხადებს, რომ უნგრეთიდან აძევებენ.
უნივერსიტეტის რექტორმა მაიკლ იგნატიევმა დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს ზომა „უსამართლო გამოსახლების ტოლფასი და უპრეცედენტოა“.
უნივერსიტეტი 1991 წელს დაარსდა და ის ნიუ-იორკში დარეგისტრირდა, როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუტი და განისაზღვრა მისი სტრუქტურა. ერთ წელზე მეტია უნივერსიტეტის ბედი და მომავალი გაურკვეველია, მას შემდეგ, რაც უნგრეთმა უმაღლესი განათლების კანონმდებლობა შეცვალა უცხოეთში დარეგისტრირებულ საგანმანათლებლო უწყებებთან ურთიერთობის კუთხით.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ კანონი, კონკრეტულად ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საზიანოდ შეიქმნა.
უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ბუდაპეშტის კამპუსს შეინარჩუნებს, თუმცა ამერიკულ პროგრამებს ვენაში გადაიტანს.
აშშ უნგრეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებთ "იმედგაცრუებას“ გამოთქვამს.