კოვიდ-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით, აშშ-ის ჯანდაცვის ფედერალური მარგულირებელი ორგანოების გზამკვლევი ცნობილია. სახელმძღვანელო მითითებებით განისაზღვრა, ვის უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი ვაქცინაციის პროცესში.
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდ-19-თან ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ პერსონალთან ერთად, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე 75 წლის და მეტი ასაკის მქონე ამერიკელები აიცრებიან.
ასევე ნახეთ: ამერიკაში კოვიდ-19-ის მეორე ვაქცინის ავტორიზაციისთვისაც გასცეს რეკომენდაციაამ დროისთვის ვაქცინას მიიღებენ პოლიციელები, მეხანძრეები, პედაგოგები, საფოსტო სამსახურის თანამშრომლები, საზოგადოებრივი ტარნსპორტის სამსახურების თანამშრომლები, საწარმოო და სასურსათო მაღაზიების თანამშრომელები, კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულები
13 მომხერე, ერთი წინააღმდეგი - მრჩეველთა საბჭომ ახალი მითითებები ხმათა ასეთი თანაფარდობით მიიღო. საბჭომ პრიორიტეტები მას შემდეგ განსაზღვრა, რაც „მოდერნას“ ვაქცინით დატვირთულმა სატვირთოებმა, ქვეყნის მასშტაბით, 6 მილიონი დოზის დისტრიბუცია დაიწყო.
დღესვე, არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი, „ფაიზერის“ კოვიდ-19-ის ვაქცინით პირდაპირ ეთერში, ტელეკამერების წინ აიცრებიან. 78 წლის არჩეული პრეზიდენტი, ასაკის გამო, მაღალ რისკჯგუფში შედის. ასევე ცნობილია, რომ არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მისი მეუღლე აცრას შემდეგ კვირაში გაიკეთებენ.
გასულ პარასკევს, ვაქცინა უკვე გაიუკეთეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და მისმა მეუღლე კარენმა.