კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი გადაწვეტილება მიიღო. პაპმა ფრანცისკემ ქორწინებაში მყოფი კაცებისთვის მღდვლად კურთხევის დაშვებაზე უარი თქვა. საუბარია ამაზონის რეგიონზე, სადაც მღდვლების რიცხვი იმდენად მცირეა, რომ მოსახლეობას არ ეძლევა ღვთისმსახურებაზე დასწრების საშუალება.
წინადადება ლათინოამერიკელი ეპისკოპოსებისგან წამოვიდა. ამ ფაქტმა კათოლიკურ ეკლესიაში კონსერვატორების შეშფოთება გამოიწვია. პოლარიზებულ ეკლესიაში, რომელსაც 1.3 მილიარდი მიმდევარი ჰყავს, რეკომენდაცია, დამტკიცების შემთხვევაში, შეცვლიდა საუკუნეების მანძილზე არსებულ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, დაქორწინებული მამაკაცი მღვდელი ვერ ხდება.
რომის პაპმა გადაწყვეტილება სამი თვის თავზე გამოაცხადა, მას შემდეგ რაც სინოდმა წინადადება 128 ხმით 41-ის წინააღმდეგ მიიღო.
რომაული კათოლიციზმის კონსერვატიული ფრთა შიშობდა, რომ ეს პირველი ნაბიჯი იქნებოდა კათოლიკური ეკლესიისთვის, რომელიც მოგვიანებით, მღვდელთა ქორწინების უფლებას უნივერსალურად დაუშვებდა.
რომის პაპის ეპისტოლეში ნათქვამია, რომ ეკლესიამ სხვა გზა უნდა იპოვოს ძნელად მისადგომ ადგილებში მღვდელთა რაოდენობის გასაზრდელად. მისი თქმით, დიაკვნებს, რომლებსაც ქორწინების უფლება აქვთ და შეუძლიათ იქადაგონ, ნათლობის რიტუალი ჩაატარონ და სამწყსო მართონ (თუმცა, არ აქვთ წირვის ჩატარების უფლება), მეტი უფლებები უნდა მისცენ. პაპი ფრანცისკე ფიქრობს, რომ ამაზონის რეგიონს, მღვდლებთან ერთად, უფრო მეტი დიაკვანი სჭირდება.