ესპანეთის პრემიერი კატალონიას აფრთხილებს და ულტიმატუმს უგზავნის

ესპანეთში დღეს ეროვნული დღესასწაულია. პარალელურად, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.

ესპანელები მადრიდის ქუჩებში გამოვიდნენ ქვეყნის ერთიანობის საჩვენებლად, იმ ფონზე, როცა კატალონიელთა ნაწილი ესპანეთისგან გამოყოფას ცდილობს.

ესპანეთის პრემიერ მინისტრმა მარიანო რახოიმ ოთხშაბათს კატალონიის პრეზიდენტს ულტიმატუმი გაუგზავნა და მოსთხოვა ორშაბათამდე გამოაცხადოს საკუთარი პოზიცია იმაზე, ფორმალურად გამოაცხადა თუ არა მან კატალონიის დამოუკიდებლობა პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს.

კატალონიელთა უმრავლესობამ 1 ოქტომბრის რეფერენდუმში ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. რეგიონის ლიდერმა კატალონია დამოუკიდებელ რეგიონად ორი დღის წინ გამოაცხადა სიტყვისას, რომელიც მან პარლამენტში წარმოთქვა, მაგრამ დამოუკიდებლობის აქტის იმპლემენტაცია შეაჩერა რამდენიმე კვირით, რათა საშუალება მიეცა მოლაპარაკებების დასაწყებად ოფიციალური მადრიდისა და რეგიონული მთავრობისთვის.