რუსულ გემს დაზღვევა გაუუქმეს

გემს სავარაუდოდ სირიაში საბრძოლო ვერტმფრენები გადაჰქონდა
რუსული სატვირთო გემი, რომელსაც სავარაუდოდ სირიაში საბრძოლო ვერტმფრენები გადაჰქონდა შეაჩერეს და დაზღვევა შეუწყვიტეს. ანალიტიკოსების განცხადებით, სწორედ გემზე არსებული ტვირთი გახდა მისი მგზავრობის შეფერხების მიზეზი. სატვირთო გემი ემ-ვი ალაედის დაზღვევა ინგლისში მომქმედმა სადაზღვევო კომპანიამ გააუქმა. როგორც ბრიტანეთის ოფიციალური პირების აცხადებენ, ხომალდი უკან, რუსეთში გაემგზავრა.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს "რია ნოვისტის" განცხადებით, გემს შეკეთებული რუსული საბრძოლო ვერტმფრენები მი-25 და სანაპირო ანტი-სარაკეტო სისტემები გადაჰქონდა.