ევროკავშირის კეთილი ნება

ჩინეთმა, აშშ-მა და ინდოეთმა საჰაერო გადასახადები გააპროტესტეს
ევროკავშირი ერთი წლით აჩერებს კანონის მოქმედებას ევროკავშირის საჰაერო ზონაში მფრინავი თვითმფრინავებისთვის, რომლებსაც აეროპორტებისთვის კარბონის ემისიების გადასახადების გადახდა ევალებოდათ.

კლიმატის კომისრის, კონი ჰედეგაარდის განცხადებით, ეს ევროკავშირის მხრიდან კეთილი ნების გამოხატვა იქნება, რაც თვითმფრინავების მიერ კარბონის ემისიებით დაბინძურების მოლაპარაკებებს ეხება. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ თუ ეს მცდელობა სასიკეთო შედეგებს ვერ მოიტანს, გადასახადების კანონი ამოქმედდება.

გადასახადების კანონი იმოქმედებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეზე გამავალ რეისებზე, შიდა რეისები კი გადასახადებსიგან არ გათავისუფლდება.

ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ, მათ შორის ჩინეთმა, აშშ-მა და ინდოეთმა გადასახადები გააპროტესტა. თუმცა, გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ თვითმფრინავიდან გამონაბოლქვი კარბონის ემისიები გლობალურ დათბობას უწყობს ხელს და უნდა შემცირდეს.