ამერიკელი მომღერლები ქართულს სწავლობენ
Your browser doesn’t support HTML5
ამერიკელი მომღერლები თბილისში, ქუთაისსა და ყაზბეგში ზაქარია ფალიაშვილის წმინდა იოანეს ლიტურგიას შეასრულებენ. "კაპიტოლ ჰილ კორალი" ვაშინგტონში დაფუძნებული გუნდია, რომელშიც 100 მომღერალი შედის. გუნდის რამდენიმე წევრი ქართულს სწავლობს საქართველოში ჩასვლამდე თანხმოვნების გამართულად გამოთქმის სასწავლად.