ბრიტანეთის საარჩევნო კომისიამ „ბრექსიტის“, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების კამპანიის, ორგანიზატორი ჯგუფი დააჯარიმა. კომისიის განცხადებით, ჯგუფმა გადააჭარბა კამპანიის ფინანსების ხარჯვით ლიმიტს.
კომისიის თქმით, ბრექსიტის მხარდამჭერი მომცრო ორგანიზაციის დახმარებით, კამპანიამ "ხმა მიეცი გამოსვლას" მოახერხა დაფინანსების წესების გვერდის ავლა. კომისიამ ჯგუფს 80,000 დოლარის ოდენობის ჯარიმა დაუწესა და საქმე პოლიციას გადასცა ფინანსების ყალბი დეკლარაციის გამო.
ჯგუფი ამბობს, რომ კომისიის გადაწვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.