კალიფორნიაში ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ

სამხრეთ კალიფორნიაში ძლიერი ქარების და დაბალი ტენიანობის გამო, ხანძრების სწრაფად გავრცელების რისკი ისევ მაღალია. მართალია, გასულ კვირასთან შედარებით ქარის სიძლიერემ იკლო, მაგრამ რამდენიმე ახალი ხანძრის კერამ დამატებითი რისკები გააჩინა.

სპეციალისტების შეფასებით, წლევანდელი ხანძრები შტატის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. ამ ეტაპზე კალიფორნიის შტატში ხანძრის მხოლოდ 20 პროცენტის ლოკალიზება მოხერხდა.

სამხრეთ კალიფორნიაში ხანძარს 6 300-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ოფიციალური განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მცირე პროგრესი შეინიშნება შედარებით პატარა ზომის ხანძრის კერების კონტროლის საქმეში. ევაკუირებულია 200 ათასი ადამიანი, დარჩენილებს კი მთავრობა პირბადეებით სიარულს ურჩევს.