ლოს-ანჯელესში 400-ზე მეტი სახლი დაიწვა

ბონსალი, კალიფორნია

ამერიკელი მეხანძრეები კალიფორნიაში ცეცხლის ახალ კერას ებრძვიან. დღეს ღამით ცეცხლი გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა სან-დიეგოს ჩრდილოეთითაც. მეხანძრეები 4 000 ჰექტარ ფართობზე გავრცელებული ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობდნენ.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ძლიერი ქარის გამო მოსახლეობის ნაწილის ევაკუაციაც კი გართულდა და რამდენიმე ადამიანი სწორედ ამ დროს დაშავდა.

მეხანძრეთა ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცეცხლი ამჟამად დასავლეთისკენ, ქალაქ ოუშენსაიდისა და კემპ პენდლტონისკენ ვრცელდება, განადგურებული და დაზიანებულია ოცდაათზე მეტი ნაგებობა.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა 439 სახლი და შენობა.