კალიფორნიაში მაშველებმა ხანძრის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ადამიანი იხსნეს

კვირას, კალიფორნიის შტატში 200-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ისინი სამშვიდობოს სამხედრო ვერტმფრენების დახმარებით გამოიყვანეს. ასეულობით ადამიანი სიერას ეროვნულ ტყეში, ველურ ბუნებაში გაჩენილი ხანძრის ალყაში იყო მოქცეული.

ასევე ნახეთ: კალიფორნიაში რეკორდულად მასშტაბური ტყის ხანძრები მძვინვარებს

შტატში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ათეულობით ხანძრის მართვას ართულებს. ორი ადამიანი მძიმედაა დაშავებული, 10-ს საშუალო სიმძიმის დამწვრობები აქვს. ორმა შველაზე უარი თქვა და ეროვნულ პარკში დარჩა, აცხადებენ მადერას საგრაფოს შერიფის ოფისში.

სიერას ეროვნულ პარკში ხანძარი პარასკევს შუადღეს გაჩნდა და ამ დრომდე ვერ კონტროლდება. ბოლო ინფორმაციით, ახლა 145 კვადრატული კილომეტრი იწვის. სიერას ეროვნული ტყე ლოს-ანჯელესიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 467 კილომეტრში მდებარეობს.

პლანეტის ფილტვებად წოდებული ამაზონის ტყეები რეკორდული მასშტაბით იწვის