ტაილანდის სასამართლო ბუტის ექსტრადირების საშუალებას იძლევა

ბუტი კოლუმბიის რევოლუციური ძალებისთვის იარაღის მიყიდვაშია ეჭვმიტანიოლი.

ტაილანდის სააპელაციო სასამართლომ შეერთებულ შტატებს უფლება მისცა იარაღის კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი რუსი მოქალაქე - ვიქტორ ბუტის ამერიკაში ექსტრადირება მოახდინოს.

ეს განაჩენი ტაილანდის სააპელაციო სასამართლომ მას მერე გამოიტანა,რაც ქვედა ინსტანციის სასამართლომ ცოტა ხნის წინ შეერთებულ შტატებს ექსტრადაციაზე უარი განუცხადა.

სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ ვიქტორ ბუტი დარბაზში მეუღლესა და ქალიშვილს გადაეხვია.ბუტის მეუღლის ალა ბუტის განცხადებით:

„მთელი მსოფლიო ხედავს,რომ ეს საქმე პოლიტიკური ხასიათისაა. ჩემი აზრით, შეერთბულმა შტატებმა ტაილანდის სამსართლოზე განსაკუთრებული ზეწოლა მოახდინა“. იარაღის კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი ვიქტორ ბუტის ექსტრადირება შეერთებულ შტატებში უახლოესი სამი თვის მანძილზე მოხდება.

“სიკვდილით მოვაჭრის“ სახელით ცნობილი რუსი კონტრაბანდისტი ტაილანდში 2008 წელს სპეცოპერაციის დროს ბუტი კოლუმბიის რევოლუციურ მეამბოხეთა დაჯგუფებისთვის უახლესი სამხედრო აღჭურვილობის,-კერძოდ კი ხმელეთ -ჰაერის ტიპის რაკეტების მიყიდვას აპირებდა.