თურქეთის განცხადებით, ოთხშაბათს ქალაქ ბურსაში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით ბურსაში, სტამბოლსა და კიდევ 2 ქალაქში დაკავებულია 12 ადამიანი. აღნიშნული აფეთქების შედეგად, როცა ქალმა თვითმკვლელმა მეჩეთთან ახლოს აიფეთქა თავი, დაშავდა 13 ადამიანი. ჯერჯერობით ამ აფეთქებაზე არავის აუღია პასუხისმგებლობა.