შეერთებულმა შტატებმა ბირმას იმპორტირებაზე ემბარგო მოუხსნა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ბირმის ახალი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების გამო იმპორტირებაზე ემბარგო მოხსნა.
ეს განცხადება კლინტონმა ოთხშაბათს, ბირმის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტი, თეინ სეინი ერთმანეთს ნიუ იორკში გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას შეხვდნენ.
ჰილარი კლინტონის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ემბარგოს მოხსნის გადაწყვეტილება ბირმის დემოკრატიული მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების გამო მიიღო. კლიტონის განცხადებით, ემბარგოს მოხსნა საშუალებას მისცემს ბირმელ ხალხს საკუთარი პროდუქცია ამერიკის ბაზარზე გაიტანონ.