ბირმაში სისხლისღვრაა

დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე მოხდა
გაეროს მონაცემებით, ბირმაში ბუდისტებსა და მუსულმანებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 67 ადამიანი დაიღუპა და 2800 სახლი დაიწვა.

რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი არეულობის დროს 22 000 ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა.