აუნგ სან სუჩი სამშაბთს საფრანგეთს ეწვევა

საფრანგეთი იქნება უკანსაკნელი სახელმწიფო ევროპული ტურნეს ფარგლებში

ბირმის დემოკრატიის სახე, აუნგ სან სუჩი სამშაბთს საფრანგეთს ეწვევა. 24 წლიანი შინა პატიმრობის შემდეგ საფრანგეთი იქნება უკანასკნელი სახელმწიფო ევროპული ტურნეს ფარგლებში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აუნგ სან სუჩი პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება. საფრანგეთში ის 4 დღეს დაჰყოფს. ის ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს, ეროვნული ასამბლეის თავკაცებს, სენატის წევრებს და პარიზის მერს. მის საპატივსაცემოდ სპეციალური სადილი გაიმართება.