დღეს სოფიამ განაცხადა, რომ ბულგარეთში წარსულში მომხდარი აფეთქებების გამო, რუს დიპლომატებს ქვეყნის დატოვება მოუწევთ. რუსეთის ელჩთან შეხვედრაზე, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზახარიევამ მოსკოვს სრული თანამშრომლობა მოსთხოვა გამოძიებაში, რომელიც ბულგარელი იარაღით მოვაჭრის, ემილიან გებრევის მოწამვლის მცდელობას ეხება.
ასევე ნახეთ: საქართველოსთვის განკუთვნილი იარაღის საწყობების აფეთქებაში ბულგარეთი რუსეთს ადანაშაულებსბულგარეთის პროკურატურის მიერ ერთი დღით ადრე გაკეთებული განცხადების მიხედვით, ისინი იძიებენ რუსეთის 6 მოქალაქის საქმეს და მათ კავშირს 2011-2020 წლებში მომხდარ 4 აფეთქებასთან, ასევე - 2015 წელს, გებრიევის მოწამვლის მცდელობასთან. ბულგარულ საწყობში ინახებოდა იარაღი და ამუნიცია, რომელიც საქართველოში და უკრაინაში ექსპორტირებისთვის იყო გამიზნული. რუსეთის სამ მოქალაქეს ბრალდება უკვე წაუყენეს.
აფეთქებების კვალი 2014 წელს, ჩეხეთის იარაღის საწყობში მომხდარ აფეთქებამდე მიდის, რის გამოც რუსეთს და ჩეხეთს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში საკმაოდ გართულდა. პრაღა აცხადებს, რომ ქვეყანა 60-მდე რუსმა დიპლომატმა უნდა დატოვოს.
მოსკოვი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. ბულგარეთის და ჩეხეთის მთავრობათა განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოთხშაბათს კიდევ ერთხელ უწოდა „აბსურდული“.
Your browser doesn’t support HTML5