ბელგიის პოლიციამ ტერორისტის თითის ანაბეჭდი აღმოაჩინა

ბელგიის პოლიციამ დღეს განაცხადა, რომ ბრიუსელში ჩატარებული ჩხრეკის დროს 13 ნოემბრის პარიზის თავდასხმებში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი ადამიანის თითის ანაბეჭდები იპოვა.

სალე აბდესლამის თითის ანაბეჭდები საცხოვრებელ ბინაში 10 დეკემბერს იქნა აღმოჩენილი. ბელგიის პროკურატურას არ დაუკონკრეტებია თუ რატომ მოიცადა ერთი თვე ამ აღმოჩენის გამოქვეყნებამდე.