კომისიის სხდომას ალიანსის გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ხელმძღვანელობდა
20 ნოემბერს, ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ხელმძღვანელობდა. სხდომას საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი ესწრებოდენ.
სხდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორი მიზეზის გამო იყო. პირველი მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს პირველად მიეცათ საშუალება - ჩრდილო ატლანტიკური საბჭოსთვის საკუთარი შეხედულებები გაეცნოთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივის თაობაზე.
მეორე მიზეზი გახლდათ ის, რომ ეს სხდომა გარკვეულწილად დეკემბერში დაგეგმილი მინისტერიალის მოსამზადებელი შეხვედრა იყო. ინტერვიუში ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აქ კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ ქვეყნის სწრაფვა ნატოსკენ შეუქცევად პროცესს წარმოადგენს.
საუბარი შეეხო, ასევე, ხელისუფლების გადაბარების თემას. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილებულ იქნა იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებიდან და კეთილდღეობიდან გამომდინარე, თანაარსებობამ რბილად და მშვიდობიანად უნდა ჩაიარაოს.
საქართველოს მხრიდან წარდგენილი იქნა გეგმა როგორც თავდაცვის რეფორმების შესახებ, ასევე ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ის ხალსი, ვინც ამ პროგრამაზე მუშაობდა დღესაც განაგრძობს ამ თემაზე მუშაობას.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, სხდომაზე მადლიერება გამოითქვა ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისთვის. დადებითად იქნა შეფასებული ისიც, რომ 2014 წლის შემდეგ საქართველო კვლავაც ითანამშრომლებს ნატოსთან ავღანეთში სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხზე.
ტრანზიციის პერიოდში დამატებითი ბატალიონის წარგზავნაც ავღანეთში იმის დასტური იყო, რომ საქართველოს დამოკიდებულება ნატოს მიმართ არ იცვლება.
ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს და საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ ჭარბი ინტერესი ბუნებრივია, რადგანაც ალიანსი საქართველოს აღიქვამს როგოც რეალურ კანდიდატს რომელმაც მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა.
„ჩვენ ყველამ ერთად ჩავაბარეთ ტესტი: ქართველმა ხალხმა, „ქართულმა ოცნებამ" და „ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც ხელისუფლების გადაბარების პროცესში პოლიტიკური სიმწიფის კარგი დემონსტრირება მოახდინა."
ისაუბრეს მომავალ მინისტერიალზეც - რომ არსებობს დიდი მოლოდინი საგარეო საქმეთა მინისტრის ნატოში ვიზიტთან დაკავშირებით. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ დღევანდელმა შეხვედრამ ხელი შეუწყო პოზიციებში სიცხადის შეტანას. ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან კი, მოხდა იმის ხაზგასმა, რომ ყველა არსებულ შეკითხვებს პასუხი გაეცა, ამავდროულად, საქართველოს მხარემაც დაუმტკიცა ნატოს, რომ ღირსეული კანდიდატია.
„ამერიკის ხმა"-სთან საუბრისას ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრას დიდ დატვირთვას ისიც ჰმატებს, რომ ალიანსის წევრებს დღეს პირველად შეექმნათ წარმოდგენა საქართველოს ახალი ხელისუფლების პრიორიტეტებზე - იმაზე თუ როგორია ხელისუფლების ხედვა პოლიტიკურ სტაბილურობაზე და ორ პოლიტიკურ ძალას შორის თანაცხოვრებაზე.
სხდომაზე შეეხენ იმასაც, თუ რა პრიორიტეტებია საქართველოში კონკრეტულად თავდაცვის სფეროში და თუ რა ხედვა გააჩნია მინისტრს თავდაცვის სტრატეგიის განვითარებასთან დაკავშირებით.
მინისტის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ დაკავებებზე, რასთან დაკავშირებითაც ალიანსის წევრებმა პირადად მინისტრისგან მიიღეს ამომწურავი პასუხები. ირაკლი ალასანიამ სხდომაზე ხაზი გაუსვა, რომ დაკავები პოლიტიკური ნიშნით არ ხორციელდება. მან დასძინა, რომ შერჩევითი სამართალი 1 ოქტომბერს დასრულდა. ალასანიამ ხაზი გაუსვა, რომ თავისთავად მოსაწონია, როდესაც ნატოელი პარტნიორები მაღალ სტანდარტებს აყენებენ ქვეყნის მიმართ. „ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს გაწევრიანებაზე ნატოში სერიოზულად ფიქრობენ," - აღნიშნა მან.
ირაკლი ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ ნატო-საქართველოს მომავალი ურთიერთობა სწრაფი და დინამიური იქნება.