ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, მათ ორშაბათს 23 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც მანჩესტერში მომხდარ აფეთქებასთან აქვს კავშირი. ბრიტანეთმა აფეთქების შემდეგ 14 პირი დააკავა.
22 მაისს მანჩესტერის არენაზე, სადაც ამერიკელი პოპ-მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტი მიმდინარეობდა, აფეთქება მოხდა, რომელსაც 22 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თავდასხმის შედეგად 100 ადამიანი დაშავდა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი 22 წლის სალმან აბედია, მანჩესტერიდან. დაკავებულია ლიბიაში მისი მამა და ძმა. პოლიციის თქმით, აბედის ძმას ქონდა ინფორმაცია მისი გეგმების თაობაზე.