ტერორიზმში ეჭვმიტანილების ექსტრადიცია

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით მუსლიმთა რადიკალური რელიგიის სასულიერი პირის აბუ ჰამზასა და ოთხი სხვა ტერორიზმში ეჭვმიტანილის ექსტრადაცია ბრიტანეთიდან შეერთებულ შტატებში მოხდება.

ეგვიპტის მკვიდრი აბუ ჰამზა 7 წლის განმავლობაში ბრიტანეთში იხდიდა სასჯელს არამუსულმანებზე თავდასხმების მოწყობაში თანაგუნდელების წაქეზების გამო. იგი ასევე იძებნებოდა შეერთებული შტატების მიერ, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ორეგონის შტატში ალ-ყაიდას მსგავსი სატრენინგო ცენტრის მოწყობაში.

ფედერალურმა უმაღლესმა სასამართლომ ჰამაზი დამნაშავედ ცნო სხვადასხვა ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერისთვისაც, თალიბებთან კავშირისა და იმენეში ადამინათა გატაცებების გამოც.