ლონდონში ბრიტანელი ჯარისკაცის მკვლელს ასამართლებენ

მაიკლ ადებოლაჯო სასამართლოს შენობაში გადაიყვანეს. მეორე ეჭვმიტანილი ჯერჯერობით საავადმყოფოშია და ჭრილობებს მკურნალობს
ბრიტანელი ჯარისკაცის სადისტურ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლონდონის სასამართლოს წინაშე წარსდგა. 22 წლის მაიკლ ადებოლაჯო პოლიციის მანქანამ სასამართლოს შენობასთან დღეს დილით მიიყვანა.

მას დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, დრამერ ლი რიგბის მკვლელობაში ედება ბრალი. მეორე ეჭვმიტანილი ჯერჯერობით საავადმყოფოშია და ჭრილობებს მკურნალობს. მკვლელობის შემდეგ გადაღებულ ვიდეოფირზე ისინი აცხადებენ, რომ დანაშაული მუსლიმთა სახელით ჩაიდინეს და სურთ ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს მუსლიმთა მასობრივი მკვლელობების გამო პასუხი აგებინონ.

25 წლის დრამერ ლი რიგბი ავღანეთის ომის ვეტერანი იყო. გამოძიება მის მკვლელობასთან დაკავშირებით ჯერ არ დასრულებულა.