ბრიტანეთში საზეიმო განწყობა არ ცხრება

ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედმა სიმბოლური ლამპარი აანთო სადღესასწაულო ცერემონიალზე, რომელიც მის სამეფო ტახტზე ასვლიდან 60 წლისთავს უკავშირდება. მისი ვაჟი, პრინც ჩარლზი, რომელიც სამეფო ტახტის მემკვიდრეს წარმოადგენს, ბრიტანელ მეგავარსკვლავების-პოლ მაკარტნის და ელტონ ჯონის გარემოცვაში იმყოფებოდა. ცერემონიალი წარმოადგენს ბრიტანელი ხალხის მადლიერების გამოხატვის სიმბოლოს იმისთვის, რომ დედოფალი ყოველთვის მათ გვერდითაა. დამსწრეებმა შემდეგ შეასრულეს ბრიტანეთის ჰიმნი, რასაც ბაკინგემის სასახლის თავზე ფეირვერკები მოჰყვა.