ბრიტანეთი, შვედეთში მოსალოდნელ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს. შესაძლო მიზეზად კი, ყურანის საჯაროდ დაწვის ფაქტებს ასახელებს.
ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის გამოცემულ სამოგზაურო რჩევებში, რომელსაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოსცემს ნათქვამია, რომ შვედეთის სამართალადამცავმა უწყებებმა, რამდენიმე დაგეგმილი თავდასხმა უკვე აღკვეთა.
"ფრთხილად უნდა იყოთ. დიდი ალბათობით, ტერორისტები ეცდებიან, რომ შვედეთზე თავდასხმა გაანხორციელონ",- ნათქვამია საგარეო საქმეთა უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრიტანეთის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჰენრიკ ლანდერჰოლმა დაადასტურა, რომ ყურანის დაწვის შემდეგ, ქვეყანაში უსაფრთხოების რისკები გაზრდილია.
ასევე ნახეთ: თურქეთი შვედეთს მოუწოდებს ტერორიზმს აქტიურად ებრძოლოსმისივე თქმით, 19 ივლისს, ერაყში შვედეთის საელჩოზე თავდასხმამ, ასევე 9 აგვისტოს ლიბანში საელჩოზე თავდასხმის მცდელობამ და 1 აგვისტოს, თურქეთში შვედეთის საკონსულოში განხორციელებულმა სროლამ, რისკების შეფასება კიდევ უფრო გაამწვავა.
შვედეთში ყურანის დაწვა ნებადართულია და ეს გამოხატვის თავისუფლების კანონის გამოა შესაძლებელია. თუმცა, მუსლიმი აღმსარებლობის ქვეყნებში, მათი წმინდა წიგნის დაწვამ პროტესტი გამოიწვია.
მომხდარის გამო, მოქალაქეებისთვის გამოცემულ სამოგზაურო გზამკვლევში, შვედეთში შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ ინფორმაციას ამერიკის მთავრობაც ავრცელებს.