ამერიკა-ბრიტანეთის პოლიტიკური ტანდემი

დღეს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ამერიკის პრეზიდენტს თეთრ სახლში შეხვდა. ეს დევიდ კამერონის პირველი ვიზიტია ვაშინგტონში ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის რანგში. მას თეთრ სახლში ბრიტანული ნავთობკომპანიის ბრიტიშ პეტროლიუმის დაცვა მოუწია. განსახილველ საკითხთა შორის ავღანეთიც იყო. როგოც მანამდე დევიდ კამერონმა განაცხადა, მას ბრიტანული ჯარის ავღანეთიდან გამოყვანა 2015 წლისთივის სურს.

როგორც ცნობილია, ბრიტანელი სამხედროები ავღანეთში ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. 9000 ჯარისკაცით რეგიონში, ბრიტანეთი შშ-ის მხარდაჭერას ნათლად გამოხატავს. დევიდ კამერონი ავღანეთში გასულ თვეს იყო ვიზიტით, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის მხარდაჭერა:

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ავღანეთის არმიასთან თანამშრომლობა, რათა მივაღწიოთ ქვეყანაში სტაბილურობას. რათა თავად ავღანელებმა შეძლონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა . ჩვენ უნდა დავიცვათ ის ალყაიდას გავლენისგან. განაცხადა დევიდ კამერონმა ავღანეთში ვიზიტის დროს."

პრეზიდენტი ობამა და დევიდ კამერონი მანამდეც შეხვედრიან ერთმანეთს და მათ შორის უკვე ჩამოყალიბდა მჭიდრო კავშირი.

თუმცა მექსიკის ყურეში უკანასკნელ დროს განვითარებული მოვლენების გამო ეს განწყობა თითქოს განელდა, რადგანაც დაზიანებული ნავთობსადენი ბრიტანულ მსხვილ ნავთობკომპანიას ბრიტიშ პეტროლიუმს ეკუთვნის. ამიტომაც ვაშინგტონში კამერონის ვიზიტისას ნავთობის გაჟონვა მთავარი განხილვის საგანი იქნება.

ზოგიერთი კანონმდებელი აგრეთვე მოითხოვს იმის დადგენას, ასრულებდა თუ არ BP გარკვეულ როლს ლოკერბის ტერაქტში მთავარი ორგანიზატორის აბდელ ბასეტ ალი ალ მაგრაჰის გათავისუფლებაში. გათავისუფლების ეს უკანასკნელი თავის მშობლიურ ლიბიაში გმირის რანგში ჩავიდა. კანონმდებლები სწორედ BP-ს ადანაშაულებენ ალ მაგრჰის გათავისუფლებაზე ზეწოლაში , რათა კომპანიას ლიბიის ნავთობის მონოპოლია ჩაეგდო ხელში.

აფრიკული ენერგოპუბლიკაციის წარმომადგენელი ჯონ ჰამილტონი თავის მხრივ აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ

ბრიტიშ პეტროლიუმსა და ალ მეგრაჰის გათავისუფლებას შორის ნათლად ჩანს კავშირი, ამის გამოძიება და დამტკიცება ძნელი იქნება.

"ეს არ არის მხოლოდ BP ს საქმე ეს მთლიანად ბრიტანეთის მთავრობას შეეხება. მოხდება თუ არა ტონი ბლერის გარშემო გამოძიების დაწყება, არ მგონია რომ ობამამ მხარი დაუჭიროს ამ პროცესს."

შეგახსენებთ რომ დევიდ კამერონი ერთ თვეზე ცოტა მეტი ხანია ბრიტანეთის სათავეშია. ეს ვიზიტი ალბათ უფრო ამერიკა-ბრიტანეთის ურთიერთობებს შეაფასებს. რის შედეგადაც გაირკვევა კვლავ განსაკუთრებულია თუ არა ამერიკისა და ბრიტანეთის პოლიტიკური ტანდემი.