დიდ ბრიტანეთში ემიგრანტებს ჩასვლის პირობები გაურთულდებათ
სიმბოლურ ცერემონიაზე, მესამოცედ დედოფლის რანგში, დედოფალმა ლორდთა და თემთა პალატის ერთობლივ სხდომაზე მიმართა.
დედოფალი ელისაბედი: ჩემო ლორდებო და თემთა პალატის წევრებო, განაცხადა დედოფალმა.
რვა წუთიან გამოსვლას უამრავი კითხვა მოჰყვა, რომელიც ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას, ჯანდაცვის რეფორმას და სოციალურ მომსახურეობას შეეხებოდა. თუმცა ყველაზე მეტი ყურადღება საემიგრაციო საკითხს დაეთმო, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩასვლის მსურველ ემიგრანტებს საემიგრაციო პირობებს ურთულებს.
დედფალი ელისაბედი: ჩემი მთავრობა მოამზადებს შესაბამის საკანონმდებლო ბაზას დიდი ბრიტანეთის საემიგრაციო რეფორმის გასატარებლად. კანონმა უნდა შექმნას სასურველი საემიგრაციო პირობები მათთვის, ვინც იხიბლება ამ ქვეყნით და მისთვის წვლილის შეტანა შეუძლია და თავს შეიკავებს მათი მიღებისგან, ვისაც ამის გაკეთება არ სურს.
ემიგრაცია დიდ ბრიტანეთში ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, ეს ძირითადად ევროკავშირის ახალი ქვეყნების წარმომადგენლებს ეხებათ რომლებიც ინგლისში ჩადიან. ბრიტანეთზე ზეწოლა რომ ევროკავშირიდან გამოვიდეს, სწორედ ასეთი საკითხების გამო ხდება.
ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის საემიგრაციო კვლევის განყოფილების პროფესორი ჯონ სალტი ამბობს, რომ შეშფოთება საემიგრაციო საკითხებზე ხშირად გადაჭარბებულია.
ჯონ სალტი: საემიგრაციო ეფექტი მთლიანობაში უმნიშვნელოა. მან ბრიტანეთის ეკონომიკის მაჩვენებლები გაზარდა. ჰქონდა სხვა დადებითი შედეგიც - რომელიც მუშა-ხელით უზრუნველყოფაში გამოიხატება, მანამდე ამის ნაკლებობა იყო. არ არსებობს ძლიერი მონაცემი იმასთან დაკავშირებით რომ ადგილობრივ მოსახლეობაში უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა.
პროფესორი სალტი ამბობს რომ ემიგრაციამ შეიძლება ახალგაზრდა თაობის უმუშევრობაზე იქონიოს გავლენა და დროთა განმავლობაში წნეხის ქვეშ მოაქცევს სახლის მოხმარებას და მიწის გამოყენებას. ის ასევე ამბობს რომ ემიგრანტების დიდი რაოდენობა არ არის დამოკიდებული სოციალურ დახმარებაზე, ასეთი განცხადებები ხშირად გაზვიადებულია.
დედოფლის გამოსვლა ასევე შეეხო საგარეო საქმეთა უწყებას, ბრიტანეთის ხელისუფლებასთან ერთად, რომ გააგრძელონ ბრძოლა ტერორიზმის, ომის დროს სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ. ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გარდამავალ პერიოდში დახმარების აღმოჩენის თაობაზე, და ავღანეთში სამშვიდობო პროცესის გამყარებაში. როგორც რვიანის თავმჯდომარე ქვეყანა, ბრიტანეთის ხელისუფლება თავისუფალ ვაჭრობას შეუწყობს ხელს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და კლიმატთან ბრძოლის საკითხებზე იზრუნებს.
ასევე ბრიტანეთი ფოლკლენდის კუნძულების მცხოვრებლების დაცვაზეც იმუშავებს. ამ კუნძულებს არგენტინა მალვინის კუნძულებს უწოდებს და აცხადებს რომ მას ეკუთვნის. ეს ორი ქვეყანა კუნძულებისთვის 31 წლის წინ იბრძოდა.
ოთხშაბათის გამოსვლაში ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა რომ, ფოლკლენდის კუნძულის მცხოვრებლებს თავიანთი პოლიტიკური მომავალის არჩევანის საშუალება მიეცემათ. მარტში გამართულ რეფერენდუმზე ფოლკლენდის მოსახლეობამ თითქმის ერთხმად განაცხადა რომ ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენა სურთ.