პოლიცია დაღუპული ჯარისკაცის ვინაობას ოჯახის თხოვნის საფუძველზე არ ამჟღავნებს
დღეს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონი უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს ხვდება. შეხვედრას წინ უძღოდა ლონდონის სამხედრო დასახლებაში მომხდარი თავდასხმა, რომლის დროსაც ჯარისკაცი დაიღუპა.
პოლიცია დაღუპული ჯარისკაცის ვინაობას ოჯახის თხოვნის საფუძველზე არ ამჟღავნებს.
მედიის ინფორმაციით, მკვლელობაში ორი შავკანიანი ბრიტანელი მოქალაქეა ეჭვმიტანილი. მათი ვინაობა უცნობია. თუმცა დევიდ კამერონმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ თავდასხმა ტერორისტულ მიზანს ემსახურებოდა. კამერონმა, რომელიც ამ დროს საფრანგეთში იმყოფებოდა, ვიზიტი შეწყვიტა და ლონდონში დაბრუნდა.
ინციდენტს სკოტლანდ იარდი იძიებს. პოლიციამ ესროლა და დაჭრა თავდამსხმელები, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოში მკაცრი დაცვის ქვეშ იმყოფებიან.