ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ბოლო კვირაში კორონავირუსის დელტა ვარიანტის აღრიცხული შემთხვევები საგრძნობლად შემცირებულია. პარასკევს გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში ბოლო ერთი კვირის მანძილზე დელტას 36 800 შტამი აღმოაჩინეს.
ასევე ნახეთ: ბრიტანელ მეცნიერებს პრემიერის ახალი კოვიდ-სტრატეგია აშფოთებთპირველად ინდოეთში ნაპოვნი კორონავირუსის ვარიანტის შემთხვევები წინა კვირაში 54 268 იყო. დღეისთვის დელტა ვარიანტის აღრიცხული რაოდენობა ბრიტანეთში ჯამში 253 049 შემთხვევას შეადგენს.
ლონდონი კოვიდ-19-ის პანდემიის შეზღუდვის მიზნით მიღებული ზომების უმეტეს ნაწილს ორშაბათს, 19 ივლისს აუქმებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ორშაბათი "თავისუფლების დღედ" გამოაცხადა.