ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გეგმები ერთი თვით გადაავადა. მიზეზი თავდაპირველად ინდოეთში გამოვლენილი ვირუსის ახალი, დელტა ვარიანტია.
ბორის ჯონსონის აცხადებს, რომ შეზღუდევბი 21 ივნისის ნაცვლად, 19 ივლისს მოიხსნება. „ვფიქრობ გონივრული იქნება, ცოტა ხნით კიდევ დავიცადოთ“ - განაცხადა ჯონსონმა პრესკონფერენციაზე.
ასევე ნახეთ: "ნოვავაქსის" ვაქცინა ამერიკული კვლევებით, 93%-ით ეფექტურიაჯონსონი დარწმუნებულია, რომ 19 ივლისს შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელი იქნება. ამ დროისთვის ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის ორი მესამედი უკვე აცრილი იქნება.
„უდაოდ ნათელია, რომ ვაქცინები მუშაობს და ვაქცინაციის ფართო მასშტაბმა ჩვენი პოზიცია შეუდარებლად უკეთესი გახადა, ვიდრე წინა ტალღების განმავლობაში იყო“ - აცხადებს პრემიერი.
ასევე ნახეთ: ამერიკა ღარიბი ქვეყნებისთვის "ფაიზერის" 500 მილიონ დოზას შეისყიდისორშაბათს, ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 742 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ჯონსონი ამბობს, რომ ყოველ კვირაში, ინფიცირების მაჩვენებელი 64%-ით იზრდება. ინფიცირების ახალი შემთხვევების 90% ვირუსის დელტა ვარიანტზე მოდის.