ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დამატებით რამდენიმე მილიონ ბრიტანელს გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვები დაუწესა, კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად.
ბრიტანეთში გამოვლენილი ახალი შტამი გაცილებით სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაშ მნიშვნელოვნად გაიზარდა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ახალი შტამი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტი.
ასევე ნახეთ: დაყოფილი გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის ორბიტას დღეს საბოლოოდ დატოვებსპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთის მოსახლეობის სამი მეოთხედი, რაც დაახლოებით, 44,1 მილიონი ადამიანია, შეზღუდვების ყველაზე მკაცრ ზონაშია მოქცეული. დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 981 ადამიანი გარდაიცვალა.
მკაცრი შეზღუდვები სასტუმროების, არა-კრიტიკული მნიშვნელობის მაღაზიების და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილების დაკეტვას მოიცავს. ჯონსონმა ბრიტანელებს ახალი წლის ღამეს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და ისინი გაფთხილა, რომ ახალი წელი სხვა ოჯახების წარმომადგენლებთან არ აღნიშნონ.