საფეხბურთო ჩემპიონატს ბრაზილია უმასპინძლებს

საფეხბურთო ჩემპიონატს ბრაზილია უმასპინძლებს

2014 წელს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს ბრაზილია უმასპინძლებს. თუმცა, დამკვირვებლებს ხელისუფლების მზადების და მოქმედების ტემპი არ აკმაყოფილებთ. ფეხბურთის მილიონობით გულშემატკივარის დასახვედრად ჯერ არც აეროპორტებია მზად და არც სტადიონები.

თავად ბრაზილიელი გულშემატკივრები კი რევანშის მოლოდინში არიან. მათი გუნდი წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპრეზობას ჰოლანდიის ნაკრებმა გამოთიშა. თუმცა, 2014 წელს ბრაზილიელები სხვა შედეგს ელოდებიან, ბოლოს და ბოლოს ისინი მასპინძლები იქნებიან და თასიც მათი იმედით, ბრაზილიაში უნდა დარჩეს. უკანასკნელად მსოფლიო ჩემპიონატი ლათინურ ამერიკაში 1986 წელს ჩატარდა, ხოლო ბრაზილიამ კი მუნდიალს 1950 წელს უმასპინძლა. მართალია მათ უკვე გააჩნიათ გამოცდილება, თუმცა მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ბრაზილიელებს უამრავი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი, რათა ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლონ.

ჟორჟ ლუის როდრიგესი ბრაზილიური სპორტული ჟურნალის „ო გლობოს“ რედაქტორია. მისი თქმით, ქვეყნის სატრანსპორტო და ტურისტული ინფრასტრტუქტურა ასობით ათასი უცხოელი სტუმრის დასახვედრად ჯერ მზად არ არის.

„მე ვფიქრობ, უდიდესი დაბრკოლება ეს არის აეროპორტების საკითხი. ბრაზილიის აეროპორტები არ არიან მზად ჩემპიონატისთვის, ჩვენ ისინი უნდა განვაახლოთ 12 მასპინძელ ქალაქში,“ - ამბობს როდრიგესი.

ასე მაგალითად, ერთერთ მასპინძელ ქალაქ მანაუსიდან, მეორე მანსპინძელ ქალაქ პორტო ალეგრამდე 5000 კილომეტრიანი მანძილია და მათ შორის კი პირდაპრი მიმოსვლა არ არსებობს.

აეროპორტების გარდა, როდრიგესის თქმით, მოსაწყობია საფეხებურთო ინფარსტრუქტურაც. ეს პირველ რიგში კი სტადიონების კეთილმოწყობას ეხება. როდრიგესი ფიქრობს, რომ მას შემდეგ რაც ფიფამ 2007 წლის ოქტომბერში მასპინძელ ქვეყნად ბრაზილია დაასახელა, ქვეყნის მთავრობამ დიდი დრო დაკარგა.

ჩემპიონატისთვის კიდევ ერთი დიდი პრობლემა ეს არის კრიმინალური შავი ჭირი, რომელიც ბრაზილიის ქალაქებშია გამეფებული.

თუმცა რიო დე ჟანეიროს მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენელი ანდრე გუევა ვიერა მიიჩნევს, რომ ძალადობა და კრიმინალი ტურისტებს დიდ პრობლემას არ უქმნის, როდესაც რიოში რაიმე საზიემო ღონისძიებები ტარდება.

„ეს ის პრობლემაა, რომელიც არასდროს არ იჩენს ხოლმე თავს როდესაც რიოში რამე საზეიმო ხდება. უსაფრთხოების საკითხზე შეშფოთება ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. და მე ვფიქრობ, რომ ხალხი ამ საკითხს ზედმეტ ყურადღებას უთმობს და ეს არ არსი ის საკითხი, რაც რიოში მუნდიალეს ჩატარებას ხელს შეუშლის,“ - ამბობს ვიერა.

მას უფრო მეტად ის აფიქრესბ თუ როგორ შეცვლის მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიელთა ცხოვრებას. მისი თქმით ბრაზილიას ე.წ. ამერიკულ თამაშებზე უამრავ ფულს ხარჯავს და ეს კი ხალხის ცხოვრებას არ ეტყობა. ვიერასგან განსხვავებით, უფრო იმედიანად არის ლუის როდრიგესი. ის დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას ბრაზილიელებისთვის კარგი მოგების მოტანა შეუძლია, რაც აუცილებლად აისახება ხალხის კეთილდღეობაზეც. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადება ბრაზილიას 2016 წელსაც წაადგება, როდესაც რიო, უკვე ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.